11 თებერვალს კლინიკა „ჰერა 2011“-ში გაიმართა საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის გადაცემის ოფიციალური ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ Accreditation Canada-ს ვიცე-პრეზიდენტი კატერინა ტარასოვა, ევროპის რეგიონალური ხელმძღვანელი იულია შჩერბინა და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში.

საქართველოში არსებული დაახლოებით 280 კლინიკიდან მხოლოდ 24-მა შეავსო Accreditation Canada-ს სააკრედიტაციო განაცხადი, ხოლო ამ ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებულის სტატუსი მხოლოდ 9 კლინიკამ მოიპოვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ კლინიკა „ჰერა 2011“ გახდა პირველი კლინიკა რეგიონში, რომელმაც წარმატებით გაიარა აკრედიტაციის პროცესი. გარდა ამისა, კლინიკა „ჰერა 2011“ წარმოადგენს ერთადერთ სამშობიაროს, რომელმაც პირველივე ჯერზე მოიპოვა Accreditation Canada-ს პლატინის ხარისხი, ეს მიღწევა მკაფიოდ ადასტურებს კლინიკის მიერ პაციენტზე ორიენტირებული და მაღალი სამედიცინო სტანდარტებით მომსახურების უზრუნველყოფას.

Accreditation Canada მსოფლიოს ჯანდაცვის ინსტიტუციების აკრედიტირების საუკეთესო ხუთეულში შედის. მისი სერტიფიკატი მოიცავს კლინიკის უსაფრთხოების, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტების დაცულობის უმაღლეს სტანდარტებს, რაც ამ აღიარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

ცერემონიალზე კლინიკა „ჰერა 2011“-ის დირექტორმა აღნიშნა:

„კლინიკა ყოველთვის იყო ორიენტირებული ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტებთ ჯანდაცვის მიწოდებაზე. ეს წარმატება ამ მიდგომის ლოგიკური გაგრძელებაა, თუმცა ასევე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას და ზრდას, რათა ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ მაღალი საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო მომსახურება.“

კლინიკა „ჰერა 2011“-ის ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ხაზს უსვამს მის ლიდერობას რეგიონში და სანდოობის ახალ სტანდარტს ქმნის საქართველოს ჯანდაცვის სფეროში.

დღეს ჩვენს კლინიკას ეწვია სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის წარმომადგენლობა და კვირაცხოვლობას დაბადებული პირველი ახალშობილი ვაჟი გონჯილაშვილი გოგლა დაჯილდოვდა სამახსოვრო საჩუქრებით.მთელი გუნდის სახელით ვულოცავთ პატარა გოგლას და ნათელ მომავალს ვუსურვებთ.მხოლოდ პაციენტის ერთგულებით!

დღეს ჩვენს კლინიკაში დაიბადა ანდრია ბეგაშვილი 5,480 კგ, 58 სანტიმეტრი. ფიზიოლოგიური მშობიარობის გზითდედა და შვილი თავს შესანიშნავად გრძნობსმთელი გუნდის სახელით ვულოცავთ ანდრიას მშობლებს ამ საოცარი ბავშვის დაბადებასმხოლოდ პაციენტის ერთგულებით

ციფრული 4D აპარატი აღჭურვილია უახლესი HDlive გამოსახულების მიღების ტექნოლოგიით. აპარატი Voluson E8 წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას მეან-გინეკოლოგიაში ულტრაბგერით გამოკვლევების სრულყოფილებისათვის.მხოლოდ პაციენტის ერთგულებით


032 2 22 16 18

ჩვენი ახალშობილი ანა დავითაძე!
წონა 5,610კგ, სიგრძე 57 სმ

ჩვენი ახალშობილი ანტონი-დავით ჰოლმსი!
წონა 5კგ, სიგრძე 55 სმმხოლოდ პაციენტის ერთგულებით!

თუ:
მენსტრუალური ციკლის დარღვევებმა სისტემატური ხასიათი მიიღო
გაქვთ ძლიერი ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში
მუცლის ქვედა ნაწილში გაქვთ სხვადასხვა ხასიათის ტკივილი
შენიშნეთ საშოდან გამონადენი, რომელიც გახდა ჭარბი, შეიცვალა ფერი, კონსისტენცია და სუნი
შენიშნეთ შარდვის საგრძნობი გახშირება ან უნებლიე შარდვა
შარდვის დროს გაქვთ წვის შეგრძნება
სექსის დროს გეუფლებათ უსიამოვნო შეგრძნება ან სულაც ტკივილი
შენიშნეთ ანთებითი პროცესები: შეშუპება, სიწითლე, მტკივნეულობა
ხართ მოთენთილი, მუდმივად გაქვთ დაბალი სიცხეები, ადვილად და სწრაფად იღლებით, შეიგრძნობთ საერთო სისუსტეს, გაქვთ ღებინება და გულისრევა
რწმუნდებით, რომ დიდია უშვილობის რისკი.10 ქალიდან 4 ქალს, რომელსაც არაფერი არ აწუხებს, გამოკვლევების შედეგად სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემები აღენიშნება.კლინიკა “ჰერა 2011” გისურვებთ ჯანმრთელობას!მხოლოდ პაციენტის ერთგულებით


032 2 22 16 18

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები უკიდურესად მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, რადგან სწორედ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არიან პასუხისმგებელნი ნაყოფის თავის ტვინის, სმენის ანალიზატორის, თვალების, ფილტვის ქსოვილის და ჩონჩხის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე.ორსულობის მთელ პერიოდში როგორც დედის, ისე ნაყოფის ნივთიერებათა ცვლის აქტივობა დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ აქტივობაზე, ამიტომაც მნიშვნელოვანია ორსულობის დადგენიდან შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურა (ულტრასონოგრაფია) და ფუნქცია (TSH: FT4; FT3).არაორგანული იოდი გახლავთ სუბსტრადი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოსაქმნელად, რომელიც აუცილებელია ნელ-ნელა განვითარებადი ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლისთვის. იოდის დეფიციტი პირველ რიგში კვებით უნდა მოწესრიგდეს.აუცილებელია ზღვის პროდუქტები: თევზეული, ზღვის კომბოსტო. ხილი, განსაკუთრებით კივი. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის დროს იოდის სამკურნალო დოზის დანიშვნას წყვეტს ექიმი ენდოკრინოლოგი.არანაკლებ მნიშვნელოვანია ორსულებში ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციონირება, რომლებიც პასუხისმგებელია კაცლიუმის და ფოსფორის მიმოცვლაზე ორგანიზმში.ორსულის ყოველდღიურ რაციონში ზღვის პროდუქტებთან ერთად აუცილებელია

კლინიკა “ჰერა 2011” ულოცავს ეკატერინე ჩხიროძეს და შალვა ჭიკაძეს მეშვიდე შვილის – ელენეს დაბადებას.მხოლოდ პაციენტის ერთგულებით