მრავალპროფილური კლინიკა ჰერა"2011"-Hera
Make Favorite
hera 2011
Geo Eng
FaceBook
დასვით კითხვა!
our doctors
27.10.2016
ციფრული 4D აპარატი აღჭურვილია უახლესი HDlive გამოსახულების მიღების ტექნოლოგიით. აპარატი Voluson...
21.12.2015
საზარდულის თიაქარის ოპერაცია თანამედროვე უახლესი მეთოდით!!!...
სიახლე
21/12/2015 - კლინიკა "ჰერა" - ს ქირურგიული განყოფილება გთავაზობთ
საზარდულის თიაქარის ოპერაცია თანამედროვე უახლესი მეთოდით!!!
საზარდულის თიაქარი (паховая грыжа, inguinal hernia)
		
		
		
			
			

რა არის საზარდულის თიაქარი?

ევროპის ჰერნიოლოგთა ასოციაციის  მიერ შემუშავებული გაიდლაინების (რეკომენდაციების) მიხედვით (2013 წ. ქ. გდანსკი, პოლონეთი), საზარდულის თიაქარი ეს არის საზარდულის მიდამოში არსებული თიაქრის დეფექტიდან მუცლის ღრუს ორგანოთა ან პერიტონეუმის წინა ცხიმოვანი ქსოვილის გარეთ გამოსვლა გამობერილობის სახით,  მიუხედავად იმისა თანდაყოლილია ეს დეფექტი თუ შეძენილი.

რით არის საშიში საზარდულის თიაქარი?

თიაქრის ყველაზე საშიშ გართულებად ითველება მისი ჩაჭედვა, როდესაც მუცლის ღრუდან თიაქრის დეფექტის გავლით  კანქვეშ გამოსული ორგანო  უეცრად  ვეღარ შეძლებს უკან ჩაბრუნებას და  რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო დიდ საშიშროებას უქმნის ავადმყოფს.

რა იწვევს საზარდულის თიაქარს?

საზარდულის თიაქარი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.

თანდაყოლილი თიაქრი  ძირითად გვხვდება ბავშვებში - დაახლოებით თიაქრების 90% , მაგრამ, იშვიათად, ზრდასრულებსაც აღენიშნებათ - დაახლოებით 10%. მისი მიზეზი არის მუცლის წინა კედლის თანდაყოლილი დეფექტი.

შეძენილი თიაქრი ვითარება სიცოცხლის განმავლობაში და შეადგენს ზრდასრულთა თიაქრების დაახლოებით  85-90%.  

მის განვითარებას ხელს უწყობს მემკვიდრეობითი განწყობა, ძლიერი ფიზიკური შრომა, ხშირი ყაბზობა, ხანგრძლივი ხველა  და ყველა ის ფაქტორი, რომელიც კი მუცლის ღრუში წნევის მომატებას იწვევს.

როგორ ხდება საზარდულის თიაქრის დიაგნოსტიკა?

გამოცდილი ქირურგისთვის საზარდულის თიაქრის დიაგნოზის დასმა არ წარმოადგენს სირთულეს და როგორც წესი, ამისთვის სავსებით საკმარისია ავადმყოფის გასინჯვა. იშვიათ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი გამოკვლევების გაკეთება (ულტრაბგერითი კვლევა ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია), რათა მოხდეს დიფერენციალური დიაგნოსტიკა სხვა დაავადებებთან.

უნდა თუ არა მკურნალობა საზარდულის თიაქარს?

ევროპის ჰერნიოლოგთა ასოციაციის  მიერ შემუშავებული გაიდლაინების (რეკომენდაციების) მიხედვით (2013 წ. ქ. გდანსკი, პოლონეთი), თუ საზარდულის თიაქარი არის მცირე ზომის და უსიმპტომო,  პაციენტის სურვილის შემთხვევაში, ქირურგმა შეიძლება აირჩიოს დინამიური დაკვირვების ტაქტიკა და არ შესთავაზოს ოპერაცია.  იბარებს პაციენტს გასინჯვაზე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. თუმცა, როგორც მსოფლიო პრაქტიკიდანაა ცნობილი, ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა მაინც ხდება საოპერაციო უახლოესი წლების განმავლობაში და ზოგჯერ სასწრაფოდაც.

აქიდან გამომდინარე, რაც არ უნდა პატარა იყოს თიაქარი უფრო საიმედო იქნება თუ მას ოპერაციული გზით მოიცილებთ.

რომელია საზარდულის თიაქრის ოპერაციული მკურნალობის ყველაზე უკეთესი მეთოდი?

ამ კითხვას მარტივად ვერ ვუპასუხებთ და ცოტა  უნდა განვავრცოთ.

თიაქრის მკურნალობის ყველა ოპერაციული მეთოდი შეიძლება დაიყოს 2 დიდ ჯგუფად:

      1. თიაქრის დეფექტის პლასტიკა ადგილობრივი ქსოვილებით,  ე.წ. დაჭიმვითი პლასტიკა, რომელიც ითვლება მოძველებულ მეთოდად და განვითარებულ ქვეყნებში ძალიან იშვიათად თუ გამოიყენება.

2.  თიაქრის დეფექტის პლასტიკა სინთეზური პროთეზების (ბადეების), გამოყენებით  ე.წ.  პლასტიკა დაჭიმვის გარეშე (tension free repair). ეს ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს როგორც ჩვეულებრივი, ღია წესით (ანუ ქსოვილების გაკვეთით), ე.წ. ლიხტენშტეინის ოპერაცია, ისე ლაპარასკოპიულადაც, ანუ მხოლოდ ნაჩხვლეტებით, ე.წ. TAPP, TEP პლასტიკები.

განვიხილოთ თითოეული მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პირველი მეთოდის დროს  მუცლის წინა კედელში არსებული დეფექტის  ამოვსება, შევიწროვება ხდება ქსოვილების გაკერვითა და მათი ერთმანეთთან ძალით მიახლოებით ანუ ქსოვილები იჭიმება, სწორედ ეს მომენტი იწვევს ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოხატული ტკივილების არსებობას, შრომის უნარიანობისა  და ჩვეულებრივი რეჟიმის დაბრუნებისათვის უფრო ხანგრძლივი პერიოდია საჭირო. მეთოდის უარყოფით მხარედ უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ დროთა განმავლობაში, საშუალოდ 3-8% შემთხვევაში, ყალიბდება დაავადების რეციდივი ანუ თიაქარი იგივე ადგილზე კვლავ წარმოიქმნება  და როგორც წესი, ის უფრო დიდი ზომისაა ვიდრე წინამორბედი.  ერთადერთი დადებითი მხარე ამ მეთოდისა არის ის, რომ მარტივია შესასრულებლად, არ საჭიროებს რაიმე დამატებით ინვენტარსა თუ ქირურგიულ ხელსაწყოს და შესაბამისად ყველაზე იაფია.

მეორე მეთოდი ანუ თიაქრის დეფექტის პლასტიკა სინთეზური პროთეზების (ბადეების), გამოყენებით გახლავთ თიაქრის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი და მსოფლიოს მრავალ ცივილიზებულ ქვეყანაში საზარდულის თიაქრის მკურნალობის „ოქროს სტანდარტად“ არის მიჩნეული. ეს ეხება როგორც ღია წესით, ანუ ქსოვილების გაჭრით შესრულებულ ოპერაციას (ლიხტენშტეინის ოპერაცია), ასევე ლაპაროსკოპიულ ვარიანტს ანუ  გაუჭრელად, ნაჩხვლეტების საშუალებით (ე.წ. TAPP, TEP პლასტიკები).

და მაინც რომელი მეთოდია ყველაზე უკეთესი, საიმედო?

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გაიდლაინების უმრავლესობაში არსებობს პირდაპირი მითითება იმაზე, რომ ლაპაროსკოპიული მეთიდი (განსაკუთრებით  TEP პლასტიკა) არის ყველაზე იდეალური ვარიანტი პაციენტისთვის, როგორც  ოპერაციის შემდგომი ტკივილების სიმცირის (პრაქტიკულად არ არსებობის), ისე რეციდივის მინიმალური პროცენტის თვალსაზრისით ( 0,1 %).

ძირითადი „უარყოფითი“ მხარე ამ ოპერაციისა არის ის, რომ  მას ჭირდება მაღალკვალიფიციური პერსონალი და სპეციალური საოპერაციო ტექნიკა და აღჭურვილობა.

ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ თიაქრის ქირურგიაში არ არსებობს ერთი იდეალური ვარიანტი ყველა პაციენტისათვის. ყველა ავადმყოფთან მიმართებაში  საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა , რომლის დროსაც თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს  თიაქრის სახე, ასაკი, თანმხლები და  გადატანილი დაავადებები  და რა თქმა უნდა, თქვენი სურვილიც. თუმცა, მარტო ამ უკანასკნელის გათვალისწინებით  არ შეიძლება იქნას მიღებული საბოლოო გადაწყეტილება.  მხოლოდ მაღალკვალიფიციურ ქირურგს შეუძლია შეარჩიოს ამა თუ იმ პაციენტისთვის ყველაზე მისაღები ქირურგიული ოპერაციის ვარიანტი ზემოთ ხსენებული მრავალი ნიუანსის გათვალისწინებით.

არსებობს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იმის შესახებ, რომ სხვა და სხვა ქირურგის მიერ ერთი და იგივე მეთოდით შესრულებულ ოპერაციას აბსოლუტურად განსხვავებული შედეგები მოაქვს. ეს განსაკუთრებით  შეეხება შედარებით ფართოდ გამოყენებად (მათ შორის საქართველოშიც)  და „ადვილ“  ღია წესის მეთოდს (ლიხტენშტეინის ოპერაციას). სხვა და სხვა ავტორთა მონაცემებით ამ ოპერაციის დროსაც კი რეციდივის შანსი მერყეობს 0,1 დან 8%-მდე და უფრო ხშირადაც. ეს ფაქტი სრულებითაც არ იძლევა ამ მეთოდის დისკრედიტაციის საბაბს. კარგი შედეგი მინიმალური გართულებებითა და რეციდივით მიიღწევა მხოლოდ ამ ოპერაციების ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულებისას.  ერთი შეხედვით ოპერაციის „სიმარტივემ“ და შედარებით  სიიაფემ მისი  ფართო გავრცელება გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ სამწუხაროა, რომ  ხშირად იგნორირებულია ოპერაციის შესრულების მეთოდოლოგია, რაც ხშირად  სავალალო შედეგებით მთავრდება.

კლინიკა „ჰერა -2011“ -ის  ქირურგიულ განყოფილებაში არსებული თანამედროვე ევროპული ინვენტარით (ფირმა COVIDIEN)  აღჭურვილი თიაქრის მკურნალობის ცენტრი გთავაზობთ  ამ პრობლემისადმი ფუნდამენტურ მიდგომას, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას, რაც მეტად აუცილებელია  საუკეთესო რეზულტატის  მისაღებად.

კლინიკა „ჰერა -2011“ გისურვებთ  ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!

 

<< უკან დაბრუნება
Copyright ©2014 LLC HERA 2011, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE