მრავალპროფილური კლინიკა ჰერა"2011"-Hera
Make Favorite
hera 2011
Geo Eng
FaceBook
დასვით კითხვა!
our doctors
27.10.2016
ციფრული 4D აპარატი აღჭურვილია უახლესი HDlive გამოსახულების მიღების ტექნოლოგიით. აპარატი Voluson...
21.12.2015
საზარდულის თიაქარის ოპერაცია თანამედროვე უახლესი მეთოდით!!!...
ორსულობის დადგენა ხდება შემდეგი საშუალებებით:

- ორსულობის ნიშნების გამოვლენით
- გინეკოლოგიური გასინჯვის გზით
- გამოკვლევის ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით
- აპარატული კვლევის (ექო) დახმარებით
ორსულობის ნიშნები სამ სახეობად იყოფა: საეჭვო, სავარაუდო, დამაჯერებელი
ორსულობის საეჭვო ნიშნები

ორსულობა სუბიექტურ ხასიათს ატარებს. ქალი გრძნობს გულისრევის შეგრძნებას, ხანდახან აქვს პირღებინება, ჩვეულებრივ, ასეთი მოვლენები დილაობით ვლინდება. ქალს ეცვლება გემოვნების შეგრძნება, ხშირად ვლინდება აკვიატებები - ძირითადად საკვების მიმართ (ნაწილის მიმართ უყალიბდება ზიზღი, ნაწილის მიმართ კი განსაკუთრებული მიდრეკილება), აგრეთვე ყნოსვის შეგრძნების გაზრდა. ასეთი აკვიატებები ნორმალური მოვლენაა და ზღვარის ფარგლებში მათი დაკმაყოფილება შესაძლებელია. ასეთი ცვლილებები ვლინდება ორსულობის ნაადრებ ეტაპზე და წესით უნდა გაქრეს მე-12 კვირიდან

ორსულობის საეჭვო ნიშნებს აგრეთვე მიეკუთვნება: 

- მოთენთილობა
- გაღიზიანება
- შარდვის ხშირი მოთხოვნილება (საშვილოსნოს ზომებში მატების გამო)
- სარძევე ჯირკვლების შეცვლა. მათი გაზრდა და მგრძნობელობის მომატება დვრილებისა და მათ გარშემო
- ძუძუს დვრილების პიგმეტაციის გაძლიერება
- ნორმალური ვაგინალური სეკრეციის გაძლიერება
- ცხვირიდან სითხის დენა 

ორსულობის სავარაუდო ნიშნები

ორსულობის სავარაუდო ნიშნები სუბიექტურ-ობიექტურ ნიშნებს ატარებენ. პირველ რიგში, ამ ტიპის ნიშნებს მიეკუთვნება მენსტრუაციის შეფერხება. ბევრ ქალს აღენიშნება სარძევე ჯირკვლების საგრძნობი გამკვრივება და დვრილებიდან მოთეთრო, ბლანტი სითხის დენა. გინეკოლოგიური გასინჯვისას საშოს ლორწოვანი გარსი და საშვილოსნოს ყელის ზედაპირი მოცისფრო ფერს იღებს. ამასთან, თავად საშვილოსნო იზრდება, დარბილებულია და ასიმეტრიულია.
ორსულობის სავარაუდო ნიშნებს მიეკუთვნება ორსულობის ტესტის შედეგებიც. ჩვენ დროში ასეთი ტესტი ძალზე პოპულარულია, რადგან მისი გამოყენება უმარტივესია, შედეგს იძლევა სწრაფად და ამ ტესტს გააჩნიათ მაღალი პროცენტის ეფექტურობა. ტესტი უნდა ჩაუშვათ შარდის დილის პორციაში მითითებული სიღრმით. შედეგი 5 წუთის განმავლობაში გამოვლინდება

ორსულობის დამაჯერებელი ნიშნები

ორსულობის დამაჯერებელი ნიშნები ობიექტურია და ვლინდება ორსულობის გაცილებით გვიან პერიოდში. ამ ნიშნებს მიეკუთვნება ნაყოფის გულისცემის მოსმენა, რომელიც ნორმაში  რითმულია და აღწევს 120-140 დარტყმას წუთში. ქალი გრძნობს ნაყოფის მოძრაობას, გასინჯვისას ექიმი არჩევს ნაყოფის სხვადასხვა ნაწილს

ყველაზე ზუსტი საშუალება, რომელიც ორსულობას ადგენს - ეს არის ექოსკოპია. თუ მენსტრუაციის შეფერხების დროს ქალი თუნდაც რომელიმე ნიშანს აღნიშნავს ექიმი აუცილებლად აგზავნის მას ექოსკოპიაზე.

როდის უნდა მიმართოთ კლინიკის გინეკოლოგიურ დეპარტამენტს?

თუ:
- მენსტრუალური ციკლის დარღვევებმა სისტემატური ხასიათი მიიღო
- გაქვთ ძლიერი ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში
- მუცლის ქვედა ნაწილში გაქვთ სხვადასხვა ხასიათის ტკივილი
- შენიშნეთ საშოდან გამონადენი, რომელიც გახდა ჭარბი, შეიცვალა ფერი, კონსისტენცია და სუნი
- შენიშნეთ შარდვის საგრძნობი გახშირება ან უნებლიე შარდვა
- შარდვის დროს გაქვთ წვის შეგრძნება
- სექსის დროს გეუფლებათ უსიამოვნო შეგრძნება ან სულაც ტკივილი
- შენიშნეთ ანთებითი პროცესები: შეშუპება, სიწითლე, მტკივნეულობა
- ხართ მოთენთილი, მუდმივად გაქვთ დაბალი სიცხეები, ადვილად და სწრაფად იღლებით, შეიგრძნობთ საერთო სისუსტეს, გაქვთ ღებინება და გულისრევა
- რწმუნდებით, რომ დიდია უშვილობის რისკი
10 ქალიდან 4 ქალს, რომელსაც არაფერი არ აწუხებს, გამოკვლევების შედეგად სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემები აღენიშნება, დღეს მცირე გინეკოლოგიური პრობლემის მიმართ თვალის დახუჭვა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების არ ჩატარება შესაძლებელია ხვალ ურთულესი პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი გახდეს
თვლით, რომ არანაირი გინეკოლოგიური პრობლემა არ გაწუხებთ? - უფრო დამშვიდებული რომ იყოთ ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გასინჯვა ჩვენთან!

თვლით, რომ დახმარება გესაჭიროებათ? ნუ გადადებთ, მოგვმართეთ და ერთად დავძლევთ ყველა პრობლემას!
Copyright ©2014 LLC HERA 2011, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE