მრავალპროფილური კლინიკა ჰერა"2011"-Hera
Make Favorite
hera 2011
Geo Eng
FaceBook
დასვით კითხვა!
our doctors
27.10.2016
ციფრული 4D აპარატი აღჭურვილია უახლესი HDlive გამოსახულების მიღების ტექნოლოგიით. აპარატი Voluson...
21.12.2015
საზარდულის თიაქარის ოპერაცია თანამედროვე უახლესი მეთოდით!!!...

▲რა არის ეპიდურული ანესთეზია?

შვილის დაბადება ყველაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა ქალის ცხოვრებაში. მშობიარობის პროცესის ეპიდურული გაუტკივარება კი ქალს ამ ბედნიერებისკენ მიმავალ გზას უმსუბუქებს.


ეპიდურული გაუტკივარება მსოფლიოში ფართოდ დანერგილი და ალტერნატიული მეთოდია. სამშობიარო ტკივილების შესამსუბუქებლად და სხვა მანიპულაციების ჩასატარებლად. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების შეყვანა ხდება ხერხემალში წელის დონეზე ეპიდერულ სივრცეში. წამლის საშუალებით ხდება ტკივილის იმპულსების გამტარი ნერვების დროებითი ბლოკირება.

ეპიდერული გაუტკივარება შეიძლება თითქმის ყველა მშობიარემ გაიკეთოს. რა თქმა უნდა ამ მანიპულაციას აქვს თავისი აბსოლუტური უკუჩვენებები, რომლის არსებობასაც ადგენს ექიმი ანესთეზიოლოგი და საკითხის გადაწყვეტა ხდება მასთან შეთანხმებით.სამშობიარო ტკივილების კუპირებისთვის სხვა მრავალი მეთოდია დანერგილი (ინპლაციური-არაინჰალერი საანესთეზიო საშუალებებით გაუტკივარება, ინტრავენური ანესთეზია, ელექტროანალგება, აკუპუნქცია და სხვა), მაგრამ ეპიდერული გაუტკივარება უმეტესად ხსნის ტკივილს 98%-ში; რასაც ვერ ვიტყოდით ანესთეზიის სხვა მეთოდებზე.

გაუტკივარების ამ მეთოდის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება დასტურდება სპეციალურ ბლანკზე ხელმოწერით.

Copyright ©2014 LLC HERA 2011, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE