მრავალპროფილური კლინიკა ჰერა"2011"-Hera
Make Favorite
hera 2011
Geo Eng
FaceBook
დასვით კითხვა!
our doctors
27.10.2016
ციფრული 4D აპარატი აღჭურვილია უახლესი HDlive გამოსახულების მიღების ტექნოლოგიით. აპარატი Voluson...
21.12.2015
საზარდულის თიაქარის ოპერაცია თანამედროვე უახლესი მეთოდით!!!...
2012 წლის ნოემბრიდან მრავალპროფილურ კლინიკა „ჰერა 2011“-ის ბაზაზე გაიხსნა ახალშობილთა რეანიმაციის - 4 საწოლზე, ინტენსიური თერაპიის - 6 საწოლზე და პათოლოგიის - 6 საწოლზე განყოფილებები.

აღნიშნული განყოფილებების გახსნის მიზანი არის გართულებული მშობიარობიდან მიღებული ახალშობილის დროული და სრული მკურნალობა ადგილზე, დედასთან დაშორების გარეშე.

განყოფილებების მთავარი გამოწვევაა მშობლების, როგორც ძირითადი მკურნალი გუნდის სრულფასოვანი წევრების, ჩართვა მკურნალობის პროცესში, რაც ექიმსა და მშობლებს შორის ნდობის ამაღლებას ემსახურება.

რეანიმაციული განყოფილების თანამედროვე აღჭურვილობა (მართვითი სუნთქვის აპარატები მაღალი სიხშირის რეჟიმით, B/NCAP, HHFNC და სხვ.) საშუალებას იძლევა მძიმე რესპირატორული დისტრესის, პნევმოთორაქსის, ინფექციების და სხვა მდგომარეობების მართვა განხორციელდეს თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით.

საჭიროების შემთხვევაში, დღენაკლული ახალშობილებში, სურფაქტანტის ინსტალაცია ტარდება პროტოკოლის შესაბამისად.

განყოფილება უზრუნველყოფილია ლაბორატორიისა და სპეციალისტების მომსახურეობით 24 საათის განმავლობაში.

კლინიკა ჰერაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგები, რომელებიც სხადასხვა პერიოდში მუშაობდნენ ევროპისა და ისრაელის კლინიკებში.

პატივისცემით: ნეონატალური სამსახურის უფროსი რესპუბლიკის ექსპერტი ნეონატოლოგიაში 
მედიცინის დოქტორი გელა მეცხვარიშვილი

კლინიკა "ჰერა 2011" გისურვებთ ჯანმრთელობას!

Copyright ©2014 LLC HERA 2011, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE