მრავალპროფილური კლინიკა ჰერა"2011"-Hera
Make Favorite
hera 2011
Geo Eng
FaceBook
დასვით კითხვა!
our doctors
27.10.2016
ციფრული 4D აპარატი აღჭურვილია უახლესი HDlive გამოსახულების მიღების ტექნოლოგიით. აპარატი Voluson...
21.12.2015
საზარდულის თიაქარის ოპერაცია თანამედროვე უახლესი მეთოდით!!!...

იმუნიზაცია

 კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ის ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 2-3 მილიონ ბავშვს იცავს სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობის და ჯანმრთელობის სხვა მძიმე დარღვევებისაგან.

   იმის გამო, რომ ამჟამად საქართველოში ბავშვების უმეტესობა ვაქცინაციით დაცულია, მკვეთრად შემცირებულია დაავადებათა რიცხვი და, შესაბამისად, მათ მძიმე შედეგებს ხშირად ვერ ვხვდებით. თუმცა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი გამომწვევი მიკრო ორგანიზმები ჩვენ გარშემო აღარ არსებობს.

    სახელმწიფო აფინანსებს 10 დაავადების საწინააღმდეგო  ვაქცინაციას და მათი მეშვეობით თქვენი  შვილების დაცვას შემდეგი დაავადებებისაგან - ტუბერკულოზი, დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყბა-ყურა, ბ ჰეპატიტი და ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენზა.

  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) მხარდაჭერით საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.

   როტავირუსული დაავადება ვირუსით (როტავირუსით) გამოწვეული დიარეული დაავადება, რომელიც მსოფლიოში ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებში მწვავე დიარეის (ე.წ.„კუჭის აშლის“) გამომწვევ ყველაზე  გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს, ავადმყოფობის პროცესი კი მწვავედ მიმდინარეობს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, როტავირუსული ინფექცია ყოველწლიურად მსოფლიოში 5 წლამდე ასაკის  527 000 ბავშვის სიკვდილისა და 2 მილიონი ბავშვის ჰოსპიტალიზაციის მიზეზია, კვლევებით დადგინდა, რომ საქართველოში 2006 წლიდან 2011 წლის ჩათვლით, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დიარეის გამო ჰოსპიტალიზებულთა თითქმის ნაზევარი (40%) დაავადებული იყო როტავირუსული ინფექციით.

  როტავირუსული ინფექცია გადაეცემა პირდაპირი (უშუალოდ ადამიანიდან ადამიანზე), ან არაპირდაპირი (დაბინძურებული საგნების საშუალებით) გზით. მისი კლინიკური გამოვლინებები საკმაოდ ფართოა - მსუბუქი დიარეით დაწებული, მძიმე გაუწყლოვანებით (კუჭის და ნაწლავის ანთებითი დაავადებით) დამთავრებული. ჰიგიენის ნორმების დაცვა ბავშვს ამ დაავადებებისგან არ იცავს.თქვენი შვილის დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა, რითაც ჰოსპიტალიზაციის ალბათობა 96%-ით მცირდება.

    როტავირუსული ინფექციებით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, WHO-მ რეკომენდაცია გაუწია როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვას. 2006 წლიდან როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 28 ქვეყანაში (მ.შ.ავსტრია, ფინეთი ბელგია...) მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში კი კიდევ 13 სახელმწიფოში იგეგმება მისი დანერგვა.

 როტავირუსუს საწინააღმდეგო ვაქცინა პირში ჩასაწვეთებელი (ორალური), ცოცხალი, ატენუირებული ვაქცინაა. საქართველოში გამოიყენება ROTARIX, რომელიც დამზადებულია Glaxo-Smithkline Biologicals-is (belgia) მიერ. ის უსაფრთხო და ქმედითუნარიანია, პლასტიკურ ტუბში მოთავსებული თხევადი ვაქცინის მოცულობა 1,5მლ-ია (ვაქცინის ერთი დოზა). კალენდრის მიხედვით ვაქცინაცია ჩატარდება 2 დოზიანი სქემით - პირველი დოზა მიიღება - 8, ხოლო მეორე - 12 კვირის ასაკში, რეკომენდირებულია დოზებს შორის მინიმუმ 74 კვირიანი ინტერვალის დაცვა. როტავირუსული ვაქცინა DTP-Hepb-hib ვაქცინასთან ერთად უნდა ჩატარდეს.

   შენიშვნა - პირველი დოზა უნდა მიეცეს 15 კვირის, ხოლო სრული ვაქცინაცია უნდა მოხდეს 32 კვირის ასაკამდე, სხვა შემთხვევაში მისი ეფექტურობა მკვეთრად მცირდება.

      ვაქცინები იყოფა 4 ჯგუფად -

1. ცოცხალი ვაქცინები - შეიცავენ დასუსტებულ ცოცხალ მიკროორგანიზმებს, მაგ. პოლიობიელიტის, წითელის. ყბა-ყურის ან ტუბერკულოზის ვაქცინები.

2. ინაქტივებული ვაქცინები - შეიცავენ მკვდარ მთელ მიკროორგანიზმებს (მაგ.ყივანახველის ვაქცინა, ცოფისა და ვირუსული ჰეპატიტის საწინააღმედგო ვაქცინები) ან მის ნაწილს (მაგ.ყივანახველის საწინააღმდეგო აცელურალური ვაქცინა, მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა);

3. ანატოქსინები - შეიცავენ ინაქტივებულ ტოქსინს (შხამს). მაგ. დიფტერიისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

4. ბიოსინთეზის გზით მიღებული ვაქცინები - მაგ. ვირუსული  B ჰეპატიტისა და როტავირუსული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინები.


                         კლინიკა "ჰერა 2011" გისურვებთ ჯანმრთელობას!

Copyright ©2014 LLC HERA 2011, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE