მრავალპროფილური კლინიკა ჰერა"2011"-Hera
Make Favorite
hera 2011
Geo Eng
FaceBook
დასვით კითხვა!
our doctors
27.10.2016
ციფრული 4D აპარატი აღჭურვილია უახლესი HDlive გამოსახულების მიღების ტექნოლოგიით. აპარატი Voluson...
21.12.2015
საზარდულის თიაქარის ოპერაცია თანამედროვე უახლესი მეთოდით!!!...
 კლინიკა ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ორსულებისათვის პატრონაჟის გაწევას, რასაც ანაზღაურებს სახელმწიფო.

შესაბამისად, ამ პროგრამის ფარგლებში, ორსულისთვის 4 ვიზიტი უფასოა.

იმისათვის რომ ორსულმა ისარგებლოს სახელმწიფო ვაუჩერით აუცილებელია მისი გესტაციის ვადა არ აღემატებოდეს 13 კვირას. 

პირველი ვიზიტი - 13 კვირის ორსულობის ვადამდე - ითვალისწინებს შემდეგი სახის მომსახურებას:

- მეან-გინეკოლოგის კონსულტცია
- თერაპევტის კონსულტაცია
- სისხლის საერთო ანალიზი
- შარდის საერთო ანალიზი
- სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით
- B ჰეპატიტის დიგნოსტიკა (სისხლის შრატი/პლაზმა)  სწრაფი და მარტივი მეთოდით
- აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის შრატი/პლაზმა) სწრაფი/მარტივი მეთოდით
- სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა
- საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა.

მეორე ვიზიტი - ორსულობის 18-20 კვირაზე - ითვალისწინებს შემდეგი სახის მომსახურებას:

- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად)

მესამე ვიზიტი - ორსულობის 30-32 კვირაზე - ითვალისწინებს შემდეგი სახის მომსახურებას:

- მეან-გილეკლოგის კონსულტაცია
- ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში
- ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 34-36-38 კვირაზე - ითვალისწინებს შემდეგი სახის მომსახურებას:

- მეან-გინეკოლოის კონსულტაცია
- ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში
- ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში

ორსულთა საყურადღებოდ!

- ვაუჩერით (უფასოდ) ვიზიტი უნდა განახორციელოთ არა უგვიანეს 13 კვირისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაუჩერი ჩაითვლება ძალადაკარგულად
- ვაუჩერით (უფასოდ) შემდგომი (მეორე, მესამე, მეოთხე) ვიზიტები ასევე უნდა განახორციელოთ შესაბამის ვადებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაუჩერის მოქმედება არ ვრცელდება და უფასო მომსახურება არ გაგეწევათ

საჭიროა თუ არა ქალთა კონსულტაციაში ოთხზე მეტი ვიზიტის განხორციელება?

შესაძლებელია დაგჭირდეთ. ამას თქვენი და ნაყოფის მდგომარეობის მიხედვით გადაწყვეტს ქალთა კონსულტაციის გინეკოლოგი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საინფორმაციო ცენტრს



                             კლინიკა "ჰერა 2011" გისურვებთ ჯანმრთელობას!
Copyright ©2014 LLC HERA 2011, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE