მრავალპროფილური კლინიკა ჰერა"2011"-Hera
Make Favorite
hera 2011
Geo Eng
FaceBook
დასვით კითხვა!
our doctors
27.10.2016
ციფრული 4D აპარატი აღჭურვილია უახლესი HDlive გამოსახულების მიღების ტექნოლოგიით. აპარატი Voluson...
21.12.2015
საზარდულის თიაქარის ოპერაცია თანამედროვე უახლესი მეთოდით!!!...
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  მიერ ჩვენს კლინიკას  მინიჭებული აქვს ბავშისადმი კეთილგანწყობილი(Baby-Friendly) სამშობიაროს ტიტული. რაც ახალშობილთა მოვლის საყოველთაოდ აღიარებული და პრიორიტეტული პრინციპების აუცილებელ დაცვას გულისხმობს.

დაბადებამდე ბავშვი წყნარ და თბილ გარემოში იმყოფება. ჩვენს კლინიკაში მას დაბადების შემდეგაც უნარჩუნდება ეს კომფორტი. სიცოცხლის პირველი ორი საათის განმავლობაში ახალშობილი დედის ან მამის გულმკერდზე ინარჩუნებს სითბოს. სიცოცხლის პირველივე საათში იწყება ძუძუთი კვება, რაც  ახალ გარემოსთან შეგუებას უწყობს ხელს.
 
ჩვენს კლინიკაში ყველანაირი პირობაა შექმნილი ჯანმრთელი ახალშობილის და დედის განუყრელად და კომფორტულად ყოფნისათვის. დღენაკლი და ავადმყოფი ახალშობილთათვის თერმონეიტრალური  გარემოს შესაქმნელად  სხივური გამათბობლები და ინკუბატორები გამოიყენება. გამოცდილი ნეონატოლოგები ასეთ ახალშობილებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ინტენსიური თერაპიის პალატებში ჩაუტარებენ სათანადო მკურნალობას. ხოლო საჭიროების შემთხვევაში იმავე შენობაში არსებულ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსებენ. ქვეყანაში პედიატრიული დახმარების აღიარებულ ლიდერთან აქტიური და დროში გამოცდილი თანამშრომლობა ჩვენი კლინიკის უდავო პრიორიტეტია, ხოლო პაციენტის და მისი მშობლებისთვის - თავიდან აცილებული უამრავი პრობლემა.

მომავალო დედებო, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია იმისთვის, რომ ჩვენთან თავი უფრო კომფორტულად იგრძნოთ, მაქსიმალურად შეგიქმნათ სიმყუდროვის განცდა, რათა თქვენი ახალშობილის ცხოვრების დაწყებიდან არცერთი წამი არ გამოგრჩეთ... გისურვებთ ბედნიერ მშობიარობას, უფალი გფარავდეთ!

ინტრანატალური პერიოდი
იგი სამშობიარო ტკივილით იწყება და ახალშობილის დაბადებით და ჭიპლარის გადაკვანძით მთავრდება. ეს პერიოდი საშუალოდ 2-4 საათიდან 18 საათამდე გრძელდება.

ნეონატალური პერიოდი
ჭიპლარზე მომჭერის დადებიდან იწყება ახალშობილობის ანუ ნეონატალური პერიოდი, რომელიც 28 დღე გრძელდება, აქედან პირველი 7 დღე ანუ 168 საათი - ადრეულად ნეონატალურ, ხოლო 7-დან 28 დღემდე გვიან ნეონატალურ პერიოდად არის მიჩნეული.

ახალშობილის მოვლა

კლინიკაში მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ახალშობილის პირველადი მოვლის პროცედურების წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი შესაბამისი გარენო და პირობები.
ჩვენ, ნეონატოლოგები და ახალშობილთა ექთნები, ახალშობილის დაბადებისთანავე ოპერატიულად ვუზრუნველყოფთ სასუნთქი გზების გამავლობას, ხდება სითბოს დაკარგვის პრევენცია, ყველა ახალშობილთან ვიცავთ ე.წ. ,,სითბური ჯაჭვის” 10 საფეხურს, ვახორციელებთ კანი-კანთან კონტაქტს. შიშველ ჯანმრთელ ახალშობილს ვაწვენთ დედის სხეულზე, რაც სითბოს დაკარგვის პრევენციის იდეალური მეთოდია. ამ დროს, ახალშობილს ახურავს ქუდი და აცვია წინდები, ბავშვს და დედას აუცილებლად აფარია საბანი. 

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების ადრეული დაწყება ხელს უწყობს ეფექტური წოვითი რეფლექსების ჩამოყალიბებას, ახალშობილის სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას, დედისა და ახალშობილის მშობიარობის სტრესის მოხსნას, ბავშვის კანზე დედის მიკრობული ფლორის კოლონიზაციას, ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას, ოქსიტოცინის გამომუშავებას, დედასა და ბავშვს შორის მჭიდრო ფსიქო-ემოციური კავშირის დამყარებას, ხსენის მიღებას პირველი ერთი საათის განმავლობაში და ახალშობილის ინფექციებისგან დაცვას.

პროფილაქტიკა და მოვლა

მშობიარობიდან 1 საათში ვახორციელებთ კონიუნქტივიტის პროფილაქტიკას ერითრომიცინის 0,5% მალამოს საშუალებით

ახალშობილს ვუტარებთ ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკას K ვიტამინის ორალური ფორმის საშუალებით დაბადებიდან 1-2 საათის განმავლობაში.

ახალშობილის მარკირებას ვატარებთ მოვლის პროცედურების მსვლელობისას, დაბადებისას სამაჯურზე იწერება დედისა და მამის გვარი, ისტორიის ნომერი, დაბადების დრო, სქესი და ანტროპომეტრიული მონაცემები.

შემდეგ, ახალშობილს აცმევენ ტანსაცმელს, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს.

ახალშობილის სრულ გასინჯვას ვახდენთ დაბადებიდან 2 საათში. თითოეული ახალშობილს ყოველდღიურად უტარდება სასიცოცხლო ფუნქციების მარტივი მონიტორინგი, რასაც დედაც ესწრება, ვატარებთ აგრეთვე ყოველდღიურ ტუალეტს.

სიცოცხლის მე-4-5 დღეს ვახორციელებთ სკრინინგს ფენილკეტონურიაზე, ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ჰიპერფენილალანიმენიაზზე.

სამშობიარო სახლში დედა და ახალშობილი იმყოფება ერთ პალატაში დედის სურვილისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ჰიგიენური თუ სამედიცინო პროცედურების ჩატარებისთვის.

კლინიკა გთავაზობთ საუკეთესო მომსახურეობას ოთხჯერადი კვებით!


Copyright ©2014 LLC HERA 2011, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE