მრავალპროფილური კლინიკა ჰერა"2011"-Hera
Make Favorite
hera 2011
Geo Eng
FaceBook
დასვით კითხვა!
our doctors
27.10.2016
ციფრული 4D აპარატი აღჭურვილია უახლესი HDlive გამოსახულების მიღების ტექნოლოგიით. აპარატი Voluson...
21.12.2015
საზარდულის თიაქარის ოპერაცია თანამედროვე უახლესი მეთოდით!!!...
მშობიარობის დროს თქვენ მოთავსდებით ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკში. ამით შევეწინააღმდეგებით ჯვარედინ ინფექციას და დავიცავთ თქვენს კონფიდენციალურობას. ინდივიდულურ ბლოკში არის შვედური კედელი,  სპეციალური ბურთები. მეანი და ბებეიაქალი მოგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი საშულება და პოზიცია,  რათა გაგიდვიალდეთ მშობიარობა. მშობიარობის პირველ პერიოდში. მშობიარობის გართულების შემთხვევაში ბლოკი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ხელსაწყო აპარატურით.
 
მშობიარობიდან 2 საათის შემდეგ გადახვალთ პალატაში რომელსაც თქვენი სურვილისამებრ შეარჩევთ. მშობიარობის შემდგომი ჩვენი მიზანია მოგეხმაროთ თქვენი ძალების აღდგენაში,  რათა სახლში ბავშვის დამოუკიდებელი მოვლა შეძლოთ. გამოცდილი ექთნები დაბანენ და დაამუშავებენ თქვენს პატარას თქვენს თვალწინ,  საშუალება გექნებათ დააკვირდეთ მათ,  დაუსვათ კითხვები და მიიღოთ რჩევები.
 
მეძუძურ დედას ადექვატური კვება ჭირდება,  500 კალორიით უფრო მეტი საკვები დღეში ვიდრე ორსულობისას. ამიტომაც ჩვენი რაციონი შექმნილია მელოგინე ქალებისათვის, საკმაოდ გემრიელი და მრავალფეროვანია. ჩვენ ყოველმხრივ ვეცდებით არ გაგაწბილოთ და დაგახვედროთ მშვიდი და კომფორტული გარემო და რაც მთავარია, მაღალპროფესიული მომსახურეობა.

მშობიარობა ჩვენ  კლინიკაში

ფიზიოლოგიური მშობიარობა  შედგება სამი პერიოდისგან

პირველი პერიოდი
ე.წ. საშვილოსნოს ყელის გახსნის პერიოდი. იწყება რეგულარული სამშობიარო მოქმედების დაწყებიდან საშვილოსნოს ყელის სრულ გახსნამდე და გრძელდება საშუალოდ 8-10 საათი

მეორე პერიოდი
ანუ, გამოძევების პერიოდი - იწყება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნიდან ვიდრე ნაყოფის გამოძევებამდე და საშუალოდ 1-2 საათის ხანგრძლივობისაა

მესამე პერიოდი
ე.წ. მომყოლის გამოძევების პერიოდი - ნაყოფის დაბადებიდან მომყოლის გამოძევებამდე, ეს პერიოდი საშუალოდ 30-60 წუთი გრძელდება

ამდენად, ფიზიოლოგიური მშობიარობა პირველი მშობიარობისას 10-12 საათი, ხოლო განმეორებით მშობიარეებში 2 საათით ნაკლები დროით გრძელდება.

ამთავითვე უნდა ვაღიაროთ, რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ გააჩნია არც დედის და არც ახალშობილის ჯანმრთელობისათვის.
მაშ ასე, დაგეწყოთ რეგულარული სიხშირით მოქმედება და შემობრძანდით ჩვენი სამშობიაროს სამეანო მიმღებში. სამეანო გასინჯვის შემდეგ თქვენ თავსდებით ინდივიდუალურ სამშობიარო ოთახში. ერთი შეხედვით ეს ოთახი მოგაგონებთ საუკეთესო მოსასვენებელ ოთახს. მაგრამ, ეს ოთახი უცბად გადაიქცევა სამშობიარო ბლოკად, რომელშიც მშობიარობის პირველი პერიოდის ფიზიოლოგიურად მსვლელობისთვის ყველა აუცილებელი პირობა და ხელსაწყოა.

თქვენ უყურებთ ტელევიზორს, სადაც აუცილებელი ინფორმაციის დემონსტრირება ხდება.
მშობიარობის შემსუბუქების მიზნით, მეუღლის დახმარებით აკეთებთ ბურთზე ვარჯიშს, საჭიროების შემთხვევაში მიმართავთ ე.წ. შვედურ კედელს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ექიმი-ანესთეზიოლოგი აუტკივარებს მშობიარობას.
თუ ძალიან შეგაწუხათ მეანისა და ბებია-ქალის ყურადღებამ - ნუ დაუყვავებთ, ისინი თავის მოვალეობას ასრულებენ.

დგება მშობიარობის მეორე პერიოდი და უცბად თქვენი კომფორტული საწოლი ასევე კომფორტულ სამშობიარო სავარძლად გადაკეთდება.
იწყება მშობიარობა, რომელსაც ესწრებიან ექიმი მეან-გინეკოლოგი, ექიმი ნეონატოლოგი და ბებია-ქალი.
დაბადებისთანავე ახალშობილს გარკვეული დროით თქვენ დაგიწვენენ და ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება სითბური ჯაჭვი

ფიზიოლოგიური მშობიარობის გაუტკივარება

ფიზიოლოგიური მშობიარობა შეიძლება გაუტკივარდეს, როგორც ზოგადი ანესთეზიით (ინტრავენური და ინჰალაციური), აგრეთვე, ეგრეთ წოდებული ეპიდურული ანესთეზიით.
ზოგადი ანესთეზიის დროს საანესთეზიო საშუალება მშობიარის ორგანიზმში შედის ინტრავენურად ან ინჰალაციურად და იწვევს პაციენტის დაძინებას, ამით მიიღწევა გაუტკივარება.
აღსანიშნავია, რომ ეს მედიკამენტი გადის ე.წ პლაცენტარულ ბარიერში და ხვდება ნაყოფის სისხლში, რაც თავისთავად მოქმედებს ნაყოფზეც და ახალშობილი შეიძლება დაიბადოს ამა თუ იმ მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ (მედიკამენტურ დეპრესიაში).

ამისგან განსხვავებით ე.წ  ეპიდურული ანესთეზიის დროს, მშობიარეს არ ძინავს, მაგრამ ტკივილს არ გრძნობს. ეპიდურულ სივრცეში შეყვანილი საანესთეზიო ნივთიერებები არ ახდენენ მოქმედებას ნაყოფზე და ახალშობილი იბადება დეპრესიის გარეშე.
ხშირად პაციენტს აქვს შეკითხვა უსაფრთხოა თუ არა ეპიდურული გაუტკივარება, შეიძლება თუ არა მანიპულაციის დროს დაზიანდეს ზურგის ტვინი?
გიპასუხებთ, რომ ეპიდურული ანესთეზია არის უსაფრთხო როგორც დედისთვის, აგრეთვე ბავშვისთვის. 
ზურგის ტვინის დაზიანება არის გამორიცხული, რადგან ზურგის ტვინი მთავრდება გულმკერდის XII ან წელის I მალის დონეზე, ჩვენ კი პუნქციას ვაკეთებთ წელის II-III, III- IV ან IV-V მალებს შორის, ანუ 8-12 სმ-ის დაშორებით ზურგის ტვინიდან.
 
ოპერაციული მშობიარობა
ოპერაციული მშობიარობა აერთიანებს: საკეისრო კვეთას, სამეანო მაშებს და ვაკუუმ-ექსტრაციას.

საკეისრო კვეთის დროს განაკვეთი კეთდება განივად, მუცლის ნაკეცში. ოპერაციის ბოლოს კანზე აუცილებლად ედება კოსმეტიკური ნაკერი.

საკეისრო კვეთის დროს გამოიყენება სპინალური და ეპიდურალური გაუტკივარება, რომლის დროსაც პაციენტი საღ გონებაზეა, თუმცა ვერანაირ ტკივილს ვერ აღიქვამს.

საკეისრო კვეთის ხანგრძლივობა საშუალოდ 1 საათია. ოპერაციის შემდგომ, პაციენტი თავსდება ინტენსიური თერაპიის პალატაში. სამშობიაროში მისი დაყოვნების დრო საშუალოდ 5 დღეა.

საკეისრო კვეთის გაუტკივარება

საკეისრო კვეთის დროს არსებობს  გაუტკივარების ორი ძირითადი სახე:

- ზოგადი ენდოტრაქეალური ანესთეზია, რომლის დროსაც მშობიარეს ინტრავენურად უკეთდება საანესთეზიო ნივთიერება.
მშობიარე იძინებს, კეთდება ტრაქეის ინტუბაცია, ანუ ტრაქეაში იდგმება ე.წ. ენტოტრაქეალური მილი და პაციენტის სასუნთქი გზების მიერთება ხელოვნური სუნთქვის აპარატთან. პაციენტს უკეთდება სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი. 
ვინაიდან საანესთეზიო საშუალებები გადიან პლაცენტარულ ბარიერს, არ არის გამორიცხული ახალშობილის დაბადება მედიკამენტური დეპრესიის ქვეშ.

- სპინალური ანესთეზია, რომელიც ტექნიკურად კეთდება დაახლოებით ისევე როგორც ეპიდურული ანესთეზია, მაგრამ გაცილებით წვრილი ნემსით რაც იწვევს გვერდით მოვლენების მინიმუმამდე დაყვანას. სპინალური ანესთეზია უარყოფიდად არ მოქმედებს ბავშვზე.

თავისთავად ნებისმიერი ანესთეზიის დროს შეიძლება მოხდეს გართულება, ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ სპინალურ და ენდოტრაქეალურ ანესთეზიების დროს შესაძლო გართილების ალბათობას, შეიძლება ითქვას რომ სპინალური ანესთეზია, როგორც აღნიშნულია ლიტერატურაში, 15-ჯერ უფრო უსაფრთხოა ზოგად ენდოტრაქეალურ ანესთეზიასთან შედარებით.

გისურვებთ ბედნიერ დედობას!

კლინიკა გთავაზობთ საუკეთესო მომსახურეობას ოთხჯერადი უფასო კვებით!
Copyright ©2014 LLC HERA 2011, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE