ბავშვის მოვლა

დღესდღეობით ახალშობილთა უმრავლესობა ბინაზე ეწერება ჭიპლარის ტაკვით. განსაკუთრებულ მოვლას ის არ საჭიროებს, მუმიფიცირების შემდეგ მოვარდება და მერე მთავარია ჭიპი შევინახოთ მშრალად და სუფთად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რამე უნდა დავაკრათ, განსაკუთრებით დაბანის დროს. ამჟამად ჭიპის დამუშავებას აღარ მიმართავენ, პირველ დღეებში შეიძლება შეამჩნიოთ მცირე სისხლიანი გამონადენი (რაც დასაშვებია). თუკი შეამჩნევთ ჭიპის ირგვლივ სიწითლეს, არასასიამოვნო სუნს და უფრო დიდი მოცულობით სისხლიან გამონადენს, მიმართეთ ექიმს.

თამაზ კორძახია
პედიატრი, ნეონატოლოგი, კლინიკა HERA 2011-ის გენერალური დირექტორი.