კლინიკა ,,ჰერა 2011“ ახალშობილთა დეპარტამენტის შესახებ

კლინიკა „ჰერა 2011“-ის ახალშობილთა დეპარტამენტის სტრუქტურაში გაერთიანებულია სამშობიარო სახლის ახალშობილთა განყოფილება (29 საწოლი) და ახალშობილთა ინტენსიური მოვლის განყოფილება (18 საწოლი). შესაძლებელია ახალშობილთა ამბულატორიული მეთვალყურეობა ბინაზე გაწერის შემდეგ.

სამშობიაროს შესახებ პირველ შთაბეჭდილებას სამშობიარო ბლოკი  ქმნის.  ჩვენს კლინიკაში სამშობიარო ბლოკი წარმოდგენილია დახვეწილი ინტერიერის, ოჯახზე ორიენტირებული ბლოკ-პალატებით. ბლოკ-პალატა მზადაა მშობიარობის უსაფრთხოდ წარმართვისათვის.

ახალშობილების უმეტესობა გართულების გარეშე იბადება და მაშინვე მიჰყავთ დედასთან „კანი-კანთან“ კონტაქტის მიზნით. ნეონატოლოგი მზად არის პრობლემური ბავშვის მისაღებად.პრობლემური ახალშობილისათვის თითოეულ ბლოკ-პალატაში ნეონატოლოგისათვის გამოყოფილია სივრცე, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით, არ იკარგება პირველი ,,ოქროს წუთი“.

სამშობიაროს ახალშობილთა განყოფილების მიერ გაწეული  სერვისი  შესაბამისობაშია თანამედროვე მოთხოვნებთან, როგორც აღჭურვილობის ხარისხის, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის მხრივ.დაბადებისთანავე ახალშობილი ხვდება მზრუნველ, მოსიყვარულე გარემოში, რომელშიც დაცულია  მისი ყველა უფლება.„კანი-კანთან“ კონტაქტის საშუალებით  ახალშობილი აგრძელებს   დედასთან ურთიერთობას (საკეისრო კვეთის შემთხვევაში - მამასთან), რაც ახალშობილს უადვილებს შეგუებას ახალ გარემოსთან, იცავს ტემპერატურის დაკარგვისა და ინფიცირებისაგან, სტიმულს აძლევს ადრეული ძუძუთი კვების დაწყებას. ეს კი ხელს უწყობს შემდგომში ჯანმრთელი ბავშვის ჩამოყალიბებას.

დედისა და ახალშობილის ერთად ყოფნა გრძელდება ოჯახზე ორიენტირებული სამშობიარო ბლოკიდან კომფორტულ პალატაში გადაყვანის შემდეგაც. სამედიცინო პერსონალი ეხმარება დედას ახალი უნარ-ჩვევების ათვისებაში.მშვიდ და  სანდო ატმოსფეროში ოჯახთან ერთად ტარდება ახალშობილის შეფასება, ადაპტაციის პერიოდის მეთვალყურეობა, ექსკლუზიური ძუძუთი კვების წახალისება.

ნეონატოლოგი მშობლებს განუმარტავს ახალშობილთან  ჩასატარებელი კონკრეტული  მანიპულაციის აუცილებლობის შესახებ.

სამშობიაროში ტარდება პროფილაქტიკური აცრები, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგ-ტესტები.  დედას სამახსოვრო ფლაერის სახით გადაეცემა მითითებები ახალშობილის სახლში მოვლის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შენიშნოს საშიშროება, რომლის გამოვლენისთანავე  გადაუდებლად უნდა მიმართოს ექიმს.

სამშობიაროდან გაწერილი დედა განმეორებითი მშობიარობისათვისაც თუ მომართავს ჩვენს კლინიკას, ეს  მთელი გუნდის წარმატებაა.

დღევანდელი გამოწვევების საპასუხოდ კლინიკა „ჰერა 2011“-ის ბაზაზე დაფუძნებულია ახალშობილთა ინტენსიური მოვლის განყოფილება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვემა კლინიკამ პირველმა შექმნა ეს სერვისი, რაც დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ გელა მეცხვარიშვილის დამსახურებაა.

სამშობიაროში NICU-ს დაფუძნების იდეას განსაკუთრებული  უპირატესობა აქვს: მძიმე-კრიტიკულ მდგომარეობაში დაბადებული ახალშობილი ბლოკში ჩატარებული გადაუდებელი დახმარების შემდეგ რამდენიმე წუთში   გადაჰყავთ იმავე სივრცეში არსებულ მაღალი დონის განყოფილებაში, რომელიც მზად არის მძიმე-კრიტიკული მდგომარეობის მართვისათვის - აღარ არსებობს  შორ მანძილზე ანალოგიურ განყოფილებაში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკები. დედას, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, სწრაფად, კლინიკიდან გაუსვლელად შეუძლია ახალშობილის მონახულება (კლინიკაში დაყოვნების პერიოდში შედარებით ხშირადაც), ექიმთან საუბარი, შვილის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, სურვილისამებრ ახალშობილის მოვლის პროცესში ჩართვა (იგულისხმება საფენის გამოცვლა, ახალგამოწველილი რძის მიწოდება,  კვებაში მონაწილეობის მიღება).

კვალიფიციური, უცხოეთის წამყვან კლინიკებში სტაჟირებული ნეონატოლოგები და ექთნები განყოფილების პრიორიტეტია. დიდი ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა ექიმების მომზადებასაც.ექიმები, ექთნები და მშობლები ურთიერთთანამშრომლობით ქმნიან ერთიან გუნდს, რომლის ძალისხმევითაც ბავშვის გამოჯანმრთელების პროცესი ურთიერთგაგების გარემოში მიმდინარეობს.

განყოფილება აღჭურვილია უახლესი აპარატურით,  მკურნალობა ტარდება მაღალი დონის მტკიცებულების მქონე მეთოდებით,  მკაცრად კონტროლდება ინფექცია.

ინტენსიური მოვლის განყოფილება სამ სექტორს მოიცავს(საწოლების რაოდენობა -6+6+6).  მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომების  დაძლევის შემდეგ ახალშობილი გადაჰყავთ შუალედური მოვლის სექტორში, ხოლო შემდეგ - გახანგრძლივებული მოვლის სექტორში, სადაც ახალშობილზე,  უმთავრესად, დედა ზრუნავს, ექთნის დახმარებით ეჩვევა ახალშობილის დაბანას, კვებას, აკვირდება მისი ქცევის თავისებურებებს ძილისა და სიფხიზლის პერიოდში.
ახალშობილთა განყოფილებიდან გაწერისას დედა დარწმუნებულია, რომ მიდის სახლში ჯანმრთელ ახალშობილთან ერთად, აქვს კლინიკაში შეძენილი გამოცდილების იმედი.

კლინიკა „ჰერა 2011“  ყველა ახალშობილს უსურვებს ჯანმრთელობას.