რომელი მეთოდებით ხდება საზარდულის თიაქრის ოპერაციული მკურნალობა? ამ კითხვას მარტივად ვერ ვუპასუხებთ და ცოტა უნდა განვავრცოთ

თიაქრის მკურნალობის ყველა ოპერაციული მეთოდი შეიძლება დაიყოს 2 დიდ ჯგუფად:

➊ თიაქრის დეფექტის პლასტიკა ადგილობრივი ქსოვილებით, ე.წ. დაჭიმვითი პლასტიკა, რომელიც ითვლება მოძველებულ მეთოდად და განვითარებულ ქვეყნებში ძალიან იშვიათად თუ გამოიყენება.

➋ თიაქრის დეფექტის პლასტიკა სინთეზური პროთეზების (ბადეების), გამოყენებით ე.წ. პლასტიკა დაჭიმვის გარეშე (tension free repair). ეს ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს როგორც ჩვეულებრივი, ღია წესით (ანუ ქსოვილების გაკვეთით), ე.წ. ლიხტენშტეინის ოპერაცია, ისე ლაპარასკოპიულადაც, ანუ მხოლოდ ნაჩხვლეტებით, ე.წ. TAPP, TEP პლასტიკები.

განვიხილოთ თითოეული მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

① პირველი მეთოდის დროს მუცლის წინა კედელში არსებული დეფექტის ამოვსება, შევიწროვება ხდება ქსოვილების გაკერვითა და მათი ერთმანეთთან ძალით მიახლოებით ანუ ქსოვილები იჭიმება, სწორედ ეს მომენტი იწვევს ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოხატული ტკივილების არსებობას, შრომის უნარიანობისა და ჩვეულებრივი რეჟიმის დაბრუნებისათვის უფრო ხანგრძლივი პერიოდია საჭირო. მეთოდის უარყოფით მხარედ უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ დროთა განმავლობაში, საშუალოდ 3-8% შემთხვევაში, ყალიბდება დაავადების რეციდივი ანუ თიაქარი იგივე ადგილზე კვლავ წარმოიქმნება და როგორც წესი ის უფრო დიდი ზომისაა ვიდრე წინამორბედი. ერთადერთი დადებითი მხარე ამ მეთოდისა არის ის, რომ მარტივია შესასრულებლად, არ საჭიროებს რაიმე დამატებით ინვენტარსა თუ ქირურგიულ ხელსაწყოს და შესაბამისად ყველაზე იაფია.

② მეორე მეთოდი ანუ თიაქრის დეფექტის პლასტიკა სინთეზური პროთეზების (ბადეების), გამოყენებით გახლავთ თიაქრის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი და მსოფლიოს მრავალ ცივილიზებულ ქვეყანაში საზარდულის თიაქრის მკურნალობის „ოქროს სტანდარტად“ არის მიჩნეული. ეს ეხება როგორც ღია წესით, ანუ ქსოვილების გაჭრით შესრულებულ ოპერაციას (ლიხტენშტეინის ოპერაცია), ასევე ლაპაროსკოპიულ ვარიანტს ანუ გაუჭრელად, ნაჩხვლეტების საშუალებით (ე.წ. TAPP, TEP პლასტიკები).

კლინიკა HERA 2011-ის ქირურგიულ განყოფილებაში არსებული თანამედროვე ევროპული ინვენტარით (ფირმა COVIDIEN) აღჭურვილი თიაქრის მკურნალობის ცენტრი გთავაზობთ ამ პრობლემისადმი ფუნდამენტურ მიდგომას, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას, რაც მეტად აუცილებელია საუკეთესო რეზულტატის მისაღებად.

კლინიკა "ჰერა - 2011" გისურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!