ექიმი-ენდოკრინოლოგი მარინა ჭილაშვილის რჩევები

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები უკიდურესად მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, რადგან სწორედ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არიან პასუხისმგებელნი ნაყოფის თავის ტვინის, სმენის ანალიზატორის, თვალების, ფილტვის ქსოვილის და ჩონჩხის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე.

ორსულობის მთელ პერიოდში როგორც დედის, ისე ნაყოფის ნივთიერებათა ცვლის აქტივობა დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ აქტივობაზე, ამიტომაც მნიშვნელოვანია ორსულობის დადგენიდან შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურა (ულტრასონოგრაფია) და ფუნქცია (TSH: FT4; FT3).

არაორგანული იოდი გახლავთ სუბსტრადი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოსაქმნელად, რომელიც აუცილებელია ნელ-ნელა განვითარებადი ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლისთვის. იოდის დეფიციტი პირველ რიგში კვებით უნდა მოწესრიგდეს.

აუცილებელია ზღვის პროდუქტები: თევზეული, ზღვის კომბოსტო. ხილი, განსაკუთრებით კივი. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის დროს იოდის სამკურნალო დოზის დანიშვნას წყვეტს ექიმი ენდოკრინოლოგი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ორსულებში ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციონირება, რომლებიც პასუხისმგებელია კაცლიუმის და ფოსფორის მიმოცვლაზე ორგანიზმში.

ორსულის ყოველდღიურ რაციონში ზღვის პროდუქტებთან ერთად აუცილებელია