ელენე ტარყაშვილის - რჩევები დედებს

ელენე ტარყაშვილის - რჩევები დედებს

დედის რძე არის საუკეთესო საკვები ახალშობილისთვის პირველი 6 თვიდან 2 წლის ასაკამდე დამატებით კვებასთან ერთად დედის რძე ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნების შსაბამისად.

დაბადებიდან პირველ დღეებში გამოიყოფა ეგრეთწოდებული უმწიფარი რძე ანუ ხსენი, რომელიც გამოირჩევა ცილებისა და მარილების განსხვავებული სიჭარბით, შაქრისა და ცხიმის შედარებით ნაკლები რაოდენობით. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიღებას ახალ გარემოსთან შეგუების პერიოდში, ვინაიდან იგი იცავს ბავშვს სხვადასხვა ინფექციისა და ალერგიისგან.

დედის რძე წარმოადგენს საკვები ნივთიერებების, ფერმენტების, ჰორმონების, ანტისხეულების, იმუნური უჯრედების, კომენსალური მიკროორგანიზმების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულების რთულ კომპლექსს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და რაოდენობრივად თითქმის მესამე ცხიმისა და ლაქტოზის შემდეგ არის ოლიგოსაქარიდები.

დედის რძის ოლიგოსაქარიდები სტრუქტურულად შაქარს გავს, რომლებიც ბაქტერიებს იყენებენ ინფექციის ინდუქციისთვის, ბლოკავენ პროცენტულად პათოგენურ ბაქტერიებთან დაკავშირებას და მოქმედებენ როგორც სელექტიური პრებიოტიკები, ამით ხელს უწყობენ ნაწლავში ჯანმრთელი მიკრობიოტის ზრდას, იმუნური სისტემის განვითარებას და ენდოკრინული სისტემის სწორად ჩამოყალიბებას.

მხოლოდ პაციენტის ერთგულებით
222 16 18