მრავალპროფილური კლინიკა ჰერა"2011"-Hera
Make Favorite
hera 2011
Geo Eng
FaceBook
დასვით კითხვა!
our doctors
27.10.2016
ციფრული 4D აპარატი აღჭურვილია უახლესი HDlive გამოსახულების მიღების ტექნოლოგიით. აპარატი Voluson...
21.12.2015
საზარდულის თიაქარის ოპერაცია თანამედროვე უახლესი მეთოდით!!!...
ხშირად დასმული კითხვები!
დასვით თქვენი შეკითხვა >>
* თქვენი სახელი და გვარი

* ელ.ფოსტის მისამართი

* შეკითხვა (მაქსიმიმ 400 სიმბოლო)


‹‹პირველი  ‹‹   1 2 3 4 5   ››  ბოლო››
თარიღი: 30-05-2017
gamarjobat, var 56 wlis maqvs marjvena saxsris tiaqari minda gaviketo operacia laparoskopiit da badit da mainteresebs operaciis fasi?
ავტორი: nana
პასუხი:
გამარჯობათ. ალბათ საზარდულის თიაქარი გაქვთ. ამ ოპერაციის სრული ღირებულებაა 1670 ლარი.

თარიღი: 01-12-2016
გამარჯობათ, მოგმართავთ კვლავ, ვარ 35 კვირის ორსული,მაქვს საზარდულის თიაქარი, რომელიც ძალიან მაწუხებს, ხშირად მაქვს ძლიერტკივილები, განსაკუთრებით ჯდომის და წოლის დროს, მიკავდება ფეხიც. თუ შეიძლება საკეისრო კვეთის შემთხვევაში გაკეთდეს პარალელურად თიაქარის ოპერაციაც, რამდენად მიზანშეწონილია? ქირურგის ჩვენებით შესაძლოა ჩაჭედვის საშიშროებაც.და თქვენს კლინიკაში თუ შესაძლებელია ამ ორი ოპერაციის ჩატარება?
ავტორი: თამუნა პაპუნაშვილი
პასუხი:
გამარჯობათ ქ-ო თამუნა. მე უკვე დაწვრილებით გიპასუხეთ ამ შეკითხვაზე. ვახდენ წინა პასუხის ციტირებას" გამარჯობათ. ორსულობისას მუცლის წინა კედელი (ისევე როგორც ორსულის ქალის მთელი ორგანიზმი) განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს. საკეისრო კვეთასთან ერთად ერთდროულად არ არის რეკომენდებული რაიმე სხვა გეგმიური ქირურგიული ჩარევის წარმოება ინფექციური და სხვა გართულებების მაღალი რისკის გამო. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს ის თიაქრები, რომლებიც მიდრეკილია მორეციდივე ჩაჭედვებისკენ, არის დიდი ზომის ან თან ახლავს გაუსაძლისი ტკივილები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. ასეთ შემთხვევაში იძულებული ვართ მოვახდინოთ ქირურგიული კორექცია. ისე, უმჯობესია, უსიმპტომო თიაქრის შემთხვევეში, ჯერ დასრულდეს ორსულობა (საკეისრო ან მშობიარობა) და 2-3 თვის შემდეგ, როდესაც აღსდგება მუცლის წინა კედლის კუნთების ტონუსი, გაკეთდეს ლაპარასკოპიული პლასტიკა. ეს ერთის მხრივ საზარდულის თიაქარსაც მოგაცილებთ და მეორეს მხრივ ბარძაყის თიაქრის გამოსვლის რისკსაც აგარიდებთ, იმიტომ რომ ამ მეთოდით იდება შედარებით დიდი ზომის ბადე და იხურება ბარძაყის თიაქრის(რაც ძალიან ხშირია ქალებში) გამოსვლის ადგილიც". თუ კიდევ დაგრჩათ შეკითხვები, უმჯობესია მაშინ მობრძანდეთ კონსულტაციაზე, შეკითხვებზეც გიპასუხებთ და გაგსინჯავთ. პატივისცემით, ქირურგიული სამსახურის უფროსი კობა რურუა, ტელ. 597520055.

თარიღი: 29-11-2016
გამარჯობათ , გთხოვთ მითხრათ რა ღირს ვარიკოცელეს ოპერაცია გაუჭრელი (ემბოლიზაცია) და ასევე გაჭრით , და თუ ფინანსდება . მადლობთ წინასწარ
ავტორი: eteri eteri
პასუხი:
გამარჯობათ. ვარიკოცელეს ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით (სამი 5 მმ ნაჩხვლეტიდან და არა ემბოლიზაცია!) ჯდება 1075 ლარი. ჩვეულებრივად ფინანსდება საყოველთაო (ან სხვა კერძო) დაზღვევით. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ 597520055. პატივისცემით ქირურგიული სამსახურის უფროსი კობა რურუა.

თარიღი: 13-11-2016
გამარჯობათ, ვარ 35 წლის, ვარ 31 კვირის ორსული, მაქვს საზარდულის თიაქარი, მსურს საკეისრო კვეთასთან ერთად პარალელურად გავიკეთო თიაქარის ქირურგიული ოპერაცია, მაინტერესებს არის თუ არა ეს შესაძლებელი და თქვენს კლინიკაში თუ ტარდება მსგავსი ოპერაციები? მადლობთ წინასწარ
ავტორი: თამუნა პაპუნაშვილი
პასუხი:
გამარჯობათ. ორსულობისას მუცლის წინა კედელი (ისევე როგორც ორსულის ქალის მთელი ორგანიზმი) განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს. საკეისრო კვეთასთან ერთად ერთდროულად არ არის რეკომენდებული რაიმე სხვა გეგმიური ქირურგიული ჩარევის წარმოება ინფექციური და სხვა გართულებების მაღალი რისკის გამო. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს ის თიაქრები, რომლებიც მიდრეკილია მორეციდივე ჩაჭედვებისკენ, არის დიდი ზომის ან თან ახლავს გაუსაძლისი ტკივილები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. ასეთ შემთხვევაში იძულებული ვართ მოვახდინოთ ქირურგიული კორექცია. ისე, უმჯობესია, უსიმპტომო თიაქრის შემთხვევეში, ჯერ დასრულდეს ორსულობა (საკეისრო ან მშობიარობა) და 2-3 თვის შემდეგ, როდესაც აღსდგება მუცლის წინა კედლის კუნთების ტონუსი, გაკეთდეს ლაპარასკოპიული პლასტიკა. ეს ერთის მხრივ საზარდულის თიაქარსაც მოგაცილებთ და მეორეს მხრივ ბარძაყის თიაქრის გამოსვლის რისკსაც აგარიდებთ, იმიტომ რომ ამ მეთოდით იდება შედარებით დიდი ზომის ბადე და იხურება ბარძაყის თიაქრის(რაც ძალიან ხშირია ქალებში) გამოსვლის ადგილიც. პატივისცემით, ქირურგიული სამსახურის უფროსი კობა რურუა.

თარიღი: 13-11-2016
გამარჯობა, ძალიან გთხოვთ მალე მიპასუხეთ, რა ღირს საზარდულის თიაქრის ოპერაცია გაჭრით, როცა თიაქარი ორივე მხარესაა?
ავტორი: სალომე სალომე
პასუხი:
გამარჯობათ. ოპერაციის სრული ღირებულებაა (ბადეებით, წინასაოპერაციო კვლევებითა და ოპერაციის შემდგომი საწოლ დღეები)- 1556 ლარი. გაუჭრელად (უსისხლო) - 2200 ლარი.







Copyright ©2014 LLC HERA 2011, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE