მრავალპროფილური კლინიკა ჰერა"2011"-Hera
Make Favorite
hera 2011
Geo Eng
FaceBook
დასვით კითხვა!
our doctors
27.10.2016
ციფრული 4D აპარატი აღჭურვილია უახლესი HDlive გამოსახულების მიღების ტექნოლოგიით. აპარატი Voluson...
21.12.2015
საზარდულის თიაქარის ოპერაცია თანამედროვე უახლესი მეთოდით!!!...
ხშირად დასმული კითხვები!
დასვით თქვენი შეკითხვა >>
* თქვენი სახელი და გვარი

* ელ.ფოსტის მისამართი

* შეკითხვა (მაქსიმიმ 400 სიმბოლო)


‹‹პირველი  1 2 3 4 5   ››  ბოლო››
თარიღი: 10-10-2017
Mainteresebs tetri xazis tiakars rogori tkivilebi axasiatebs da tu agmomachnda is amekrdzaleba tuara varjishi .
ავტორი: Mariam gomurashvili
პასუხი:
გამარჯობა. თეთრი ხაზის თიაქარმა იცის ტკივილები ლოკალურად, თიაქრის გამობერილობის ადგილას, რომელიც ზოგჯერ ძალიან პატარა ზომისაა, მაგრამ ფიზიკური დატვირთვისას ზომაში მატულობს და უფრო მტკივნეული ხდება. დიაგნოზი დაისმება, როგორც წესი, ქირურგის გასინჯვითა და მაქსიმუმ რბილი ქსოვილების ექოსკოპიით. თეთრი ხაზის თიაქრის (და არა დიასტაზის! ეს სხვა თემაა), ისევე როგორც სხვა თიაქრების მკურნალობა ოპერაციულია. ჩვენთან კეთდება ლაპარასკოპიულად, გაუჭრელად. ოპერაციის მეორე დღეს პაციენტი ეწერება და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში 6/8 კვირის შემდეგ. პატივისცემით ქირურგიული სამსახურის უფროსი კობა რურუა.

თარიღი: 04-08-2017
საშუალოს სიმძიმის ქვაბის აწევისას მარცხენა მხარეა ვიგრძენი უეცარი დაჭიმვა არ ვიცი ეს ნაწლავი იყო თუ ვენა.. მუცლის ქვემოთ საზარდულის მიმართულებით როგორ ფიქრობთ რა შიეძლება იყოს..
ავტორი: დავით მახარშვილი
პასუხი:
გამარჯობათ. სიმძიმის აწევისას ძირითადად დატვირთვა და შესაბამისად შესაძლო ტრავმა ადგება ხოლმე საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს: კუნთებს, მყესებს, ძვლებს და არა ნაწლავებსა და სისხლძარღვებს. თუმცა, საზარდულის მიდამოში ტკივილების წარმოშობა და მათი გაძლიერება ფიზიკური დათვირთვის შემდეგ, შეიძლება იყოს საზარდულის თიაქრის ერთ-ერთი სიმპტომი. ამ დროს ოდნავი ან მვეთრად შესამჩნევი გამობერილობა აღინიშნება ხოლმე თიაქრის (ანუ მტკივნეულ) მხარეს. უმჯობესია თუ მობრძანდებით კონსულტაციაზე და ადგილზე გავერკვევით ვითარებაში.

თარიღი: 01-08-2017
გამარჯობათ.მაინტერესებს რა ღირს ბარძაყზე ნაოპერაციები შრომის მოცილება
ავტორი: ეკა კვარაცხელია
პასუხი:
გამარჯობათ. გააჩნია ნაწიბურის სიდიდეს, მის მდებარეობას და შესაბამისად ოპერაციის მასშტაბსა და გაუტკივარების სახეს. უნდა მობრძანდეთ კონსულტაციაზე და ყველაფერს აგიხსნით.

თარიღი: 27-06-2017
მადლობა პასუხისთვის ბ.კობა. პირველ ოპერაციაზე ფისტულა ამოკვეთეს საქართველოში აქ ძალიან ბევრი მაწვალეს სანამ დიაგნოზი დამისვეს.ნაოპერაციები რადგან არ შეხორცდა მივედი აქ ექიმთან და დანისვე კრონის დაავადების დიაგნოზი, არანაირი სხვა პრეპარატი არ უცდიათ remicadeti ვიწყებთ, მაინტერესებს თუ არის განკურნებადი, და რამდენად რთულ დაავადებასან მაქ საქმე. მადლობა საუბრის დასასრული დაწერეთ შეტყობინება..
ავტორი: levan donadze
პასუხი:
გამარჯობათ ლევან. ეხლა უკვე ყველაფერი გასაგებია. საკმაოდ რთულ დაავადებასთან გაქვთ საქმე. ზოგადად კრონის დაავადება არ არის ქირურგიული პათოლოგია. ქირურგი ერევა ამ საქმეში მხოლოდ მისი გართულებების დროს. როგორიცაა ხვრელმილების (ფისტულების) წარმოქმნა,რაც თქვენ გქონდათ, ან ნაწლავთა გაუვალობა, პერფორაცია და ა.შ. ღმერთმა გაშოროთ ეს. მთავარია დიაგნოზი დასმულია და აწი იმკურნალეთ, მუდმივ კონტროლში უნდა იყოთ, გეტყვიან მანდ გასტროენტეროლოგები ჩემზე უკეთესად რა პროტოკოლით თუ გაიდლაინით უნდა გიმკურნალონ. გამოჯანმრთელებას გისურვებთ ლევან!

თარიღი: 26-06-2017
გამარჯობა! ძალიან გთხოვთ იქნებ მიპასუხოთ, ვცხოვრობ ამერიკაში,მქონდა პარაპროქტიტი , ფისტულა სწორნაწლავზე, გავიკეთე ოპერაცია საქართველოში, 5 თვის შემდეგ აქ ისევ აღმომიჩინეს ზუსტად იგივე ადგილზე სადაც იყო თავდაპირველად.გავიკეთე კოლონოსკოპია და დამიდგინეს რო არის ქრონიკული.ოპერაციაბარ უნდა გაკეთდესო უნდა უმკურნალოთო, რამდენიმე დღეში ვიწყებ გადასხმას წამლის სახელია remicade infliximab" აქვს ძალიან ბევრ
ავტორი: levan donadze
პასუხი:
გამარჯობათ. თქვენი შეკითხვა დასრულებული არ არის, ანუ ბოლომდე ვერ გავიგე. რაც შეეხება პარაპროქტიტს და სწორი ნაწლავის ქრონიკულ ფისტულას. მომწერეთ რა ოპერაცია ჩაგიტარდათ პირველად. სავარაუდოდ ჩირქგროვის გახსნა და დრენირება, რაც ხდება ხშირ შემთხვევაში. თვითონ ხვრელმილი, ფისტულა კი დარჩა რა თქმა უნდა და მაგას განმეორებითი ოპერაცია უნდა- მისი სრული ამოკვეთა, ლიკვიდაცია. ოღონდ ეს ოპერაცია უნდა ჩატარდეს "ცივ" პერიოდში (ამინდი არ მაქვს მხედველობაში), როცა ანთება ჩამცხრალია და შესაბამისად ოპერაციის შედეგიანობის და წარმატებულობის უფრო დიდი შანსია. არ დაელოდოთ შემდგომ ანთებას. რაც შეეხება პრეპარატ რემიკეიდ-ს ეს სულ სხვა პრეპარატია, ძვირიანია, სულ სხვა დაავადებების დროს იხმარებa. ერთადერთი შემთხვევა როცა ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას სწორი ნაწლავის ფისტულის დროს, თუ კი დადგენილი გაქვთ კრონის დაავადების დიაგნოზი და ამ ფონზე ჩამოყალიბდა ფისტულა და არ უშველა სხვა უფრო მარტივმა წამლებმა ( პირველი ხაზის სამკურნალო წამლებმა). გაერკვიონ კარგად რა დაავადებასთან აქვთ საქმე, გაერკვიეთ თქვენც თქვენს დიაგნოზში. არ აერიოთ ეს ფისტულები ერთმანეთში. უბრალო ფისტულას ოპერაცია კურნავს, თითქმის 100 პროცენტით და არ არის რთული ოპერაცია, ნუ ფისტულასაც გააჩნია. გამოჯანმრთელებას გისურვებთ ლევან! ქირურგიული სამსახურის უფროსი კობა რურუა.







Copyright ©2014 LLC HERA 2011, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE